მომღერალი და მსახიობი ჯარედ ლეტო 1971 წლის 26 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანაში დაიბადა.
პოპულარობა ჯორდან კატალანოს როლის შესრულებით მოიპოვა სერიალში - "ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრება". სწორედ ამის შემდეგ შეამჩნიეს იგი რეჟისორებმა.
1996-1997 წლებში იგი მსოფლიოს 50 ულამაზესი მამაკაცის სიაში მოხვდა.
ჯარედ ლეტო ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი გამორჩეული სტილითა და განსხვავებული ხედვით. გავიხსენოთ თუნდაც წლევანდელი Met Gala, სადაც მსახიობმა თავისი ექსტრავაგანტულობით მსოფლიო მონუსხა. ვარსკვლავი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე ,,გუჩის” წითელი ლუქითა და საკუთარი თავის ფიტულით მივიდა.
ის არა მხოლოდ სტილის კერპი და შესანიშნავი მსახიობია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო როკ-ბენდის 30 Second To Mars-ის სოლისტია, რომელიც ძმასთან ერთად ჩამოაყალიბა. 13 აგვისტოს კი ჯგუფთან ერთად „ბლექ სი არენაზე“ წარსდგება.
მანამდე კი გთავაზობთ მის გამორჩეულ ლუქებს "გუჩის" ტანისამოსით:
2015 წელი
ოსკარი, 2016 წელი
2016 წელი
მსახიობი ჯიმი ფელონის გადაცემაში 2016 წელს
2017 წელი
2017 წელი
ევროპის მუსიკალური დაჯილდოვება 2018 წელი
2018 წლის Met Gala
2019 წელი Met Gala
2019 წელი