ცხოვრება საინტერესოა უამრავი გამოწვევით. მათი მიღება და შესრულება პიროვნების ზრდისთვის აუცილებელია. ამიტომ დავთანხმდი ჟურნალ OK!-ის ახალ იდეაში მონაწილეობას. მაინტერესებდა, რას შევძლებდი ჟურნალის მზადების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვე პატარა ჟურნალი მზადდება Beauty and the Box-ისთვის, სრულყოფილი ჟურნალის რედაქტორობა სულ სხვა პასუხისმგებლობა აღმოჩნდა.
ჯანმრთელობა და სილამაზე კი ის სფეროა, რომელსაც კარგად ვიცნობ და თავად ვარ უამრავი მომსახურების მომხმარებელი. ვეცადე, მკითხველისთვის შემექმნა ისეთი საინტერესო გზამკვლევი, რომელსაც ქალიც და მამაკაციც გამოიყენებს.
BEAUTY AND THE BOX და OK! HEALTH AND BEAUTY BOOK ერთ მიზანს ემსახურება – გაგანებივროთ თქვენ – ჩვენი მომხმარებელი.
მართალია ცოტა სუბიექტური აღმოვჩნდი რესპონდენტების შერჩევისას, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს ადამიანები მოგვცემდნენ გულწრფელ რჩევებს იმ თემებზე, რომლებიც ბუქშია გაშლილი.
და თუ ახლა გიჭირავთ Health and Beauty და კითხულობთ, ესე იგი ჩემი ექსპერიმენტი შედგა.
სიყვარულით, თეონა თავართქილაძე
რედაქტორის არჩევანი