იტალიელი ვარსკვლავი მონიკა ბელუჩი 54 წლისაა და აქტიურად აგრძელებს კარიერას როგორც კინოში, ასევე მოდაში. ის რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახეა, მათ შორის Dolce & Gabbana-ს. მონიკას და ვენსან კასელის უფროსმა ქალიშვილმა, 14 წლის დევა კასელმა პირველი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა. რა არის ცნობილი ახალბედა მოდელზე?
#1 პირველი სამოდელო კონტრაქტი
დევას პირველი კონტრაქტი იტალიურმა ბრენდმა Dolce&Gabbana-მ გაუფორმა. ის ახლა დედის მსგავსად, იტალიური მოდის სახლის მოდელია. გოგონა ბრენდის სუნამოს წარადგენს.
#2 დღემდე გოგონა ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდა
დევა რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და ღონისძიებებზე ჩნდება.
#3 დევას ორი და ჰყავს
მონიკას და ვენსანს მეორე ქალიშვილიც ჰყავთ, ლეონი, რომელიც 9 წლისაა. 3 თვის წინ კი ვენსანს ტინა კუნაკისგან მესამე ქალიშვილი შეეძინა.
#4 მისი სახელი ინდუიზმთან დაკავშირებული არაა
მონიკას გულშემატკივრებს დიდიხანი ეგონათ, რომ მსახიობმა ქალიშვილს სახელი ინდუიზმის ღვთიური არსების, დევას საპატივცემულოდ დაარქვა. მაგრამ, ერთ-ერთ ინტერვიუში ბელუჩიმ განაცხადა: "როცა ეს სახელი შევურჩიე, მისი ინდური წარმომავლობის შესახებ არ ვიცოდი. ახლა გავიგე, რომ სულიერი მნიშვნელობა აქვს და ბედნიერი ვარ".
#5 დევა დედას ძალიან ჰგავს
სექტემბერში ის 15 წლის გახდება. ფოტოგრაფები და მოდის წარმომადგენლები თვლიან, რომ დევა დედის ახალგაზრდობაა. ხუჭუჭა თმა, ანგელოზის სახე, დიდი თვალები და მგრძნობიარე ტუჩები....