ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ინდივიდი“ უკვე რამდენიმე წელია, რაც დაარსდა, თუმცა 2019 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ბრენდი, მთლიანად ინდივიდუალიზმზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი განსხვავებული და ხარისხიანი ტანსაცმლის წარმოებაა. დამეთანმებით მიზანს ყოველთვის აქვს თავისი საწინდარი და სწორედ მიზანი იყო ის, რამაც თამუნა დავითნიძეს ხელში ფანქარი და ფურცელი ააღებინა და საკუთარი ბრენდის დაარსების იდეა გაუჩინა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა გააანალიზა, რომ საზოგადოებას მეტი თავისუფლება და არჩევანი სჭიდებოდა საკუთარი სტილის გამოსახატავად.
OK! Magazine Georgia ბრენდის დამაარსებელს თამუნა დავითნიძეს ესაუბრა:
როდის დაიწყეთ თქვენი ბრენდის სისრულეში მოყვანის პროცესი?
2015 წლის 26 ნოემბერს დავიწყე ჩემი ბრენდის ჩამოყალიბების პროცესი, ისე რომ ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ხანგრძლივი იქნებოდა გუნდის ჩამოყალიბება და პროცესის გამართვა. საკმაოდ რთული და შრომატვადი პერიოდი გამოვიარეთ ამ დროის განმავლობაში, თუმცა შეიძლბა ითქვას, რომ ბრენდი 2019 წელს გამოჩნდა აქტიურად საზოგადობის წინაშე.
რატომ დაარწქვით ბრნდს „ინდივიდი“?
ვთვლი, რომ ყველას აქვს რაღაც ლამაზი და ინდივიდუალური განსაკუთებით მაშინ, როცა სწორად უსმევს ხაზს ამ სილამაზეს. სწორედ ამიტომ დავარქვი ბრენდს „ინდივიდი“. ძირითადი კოლექციების გარდა ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ინდივიდუალურად მოარგო ესკიზი ადამიანს. ვაკვირდებით მის აღნაგობას და ამის მიხედვით ვქმნით ხელახალ ესკიზს და ვაწარმობთ სამოსს.
როდის შედგა თქვენი პირველი დეფილე?
2019 წლის 2 მაისს Mercedes Benz Fashion Week-ზე შედგა ჩვენი საზოგადოების წინაშე პირველი წარდგენა, სადაც მონაწილეობა მივიღეთ შოურუმში, სექტმბრიდან კი ჩვენებაშიც ვგეგმავთ მონაწლეობის მიღებას.
კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, შესაბამისად ბევრი გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმე სხვადასხვა მაღაზიებთან. ცოტა გაოცება მქონდა იმდენად არ ველოდი ასეთ ინტერესს. თუმცა მაინც მომზადებული აღმოვჩნდი ამ მოთხოვნების მიმართ.
რა არის თქვენი უპირატესობა ის, რაც სხვა მსგავსი ბრენდებისგან გამოგარჩევთ?
„ინდივიდი“ არის და იქნება ბრენდი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია სასურველი სტილის სამოსის შერჩევა ძირითადი კოლექციებიდან, გვაქვს ფერების დიდი არჩევანი. უმოკლეს ვადებში შეგვიძლია მომხმარებელს სასურველი ფერისა სამოსი მოვარგოთ ინდივიდუალურადაც.
რა არის ბრენდის ინსპირაცია?
ინსპირაცია უსაზღვროა... ჩვენს შემთხვევაში ეს მაინც ქალს უკავშირდება. აქედან გამომდინარე ჩვენი კოლექცია ნაზი, ჰარმონიული და ფერადია...
გარდა ამისა დიდი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს ქართველებს სწორედ, ამიტომ ინსპირაციები ყველა სფეროში უსაზღვროდ იგრნობა. თითქმის ყველა ქართველშია სტილის შეგრძნება, ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ყველაზე მოდურად ჩაცმულები ქართველბი დადიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამას ყველა ერთხმად აღიარებს. აქედან გამომდინარე ბრენდის ინსპირაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურასაც ეყრდნობა.
გვესაუბრეთ OK!-ის ივნისი ნომრის პროექტის შესახებ...
21-ე საუკუნე პლასტიკურ ოპერაციებთან ასოცირდება, საბოლოო ჯამში კი ადამიანები იმდენად ემსგავსებიან ერთმანთს, რომ მათი გარჩევა რთულიც კი არის ხშირ შემთხვევებში. შეფუთული ქალები სწორედ მათ მსგავსებას განასახიერებს, ქრება ინდივიდუალიზმი და პროექტის მთავარი სათქმელი სწორედ ეს იყო - ინდივიდუალიზმის გარეშე დარჩენი საზოგადოება. შეფუთულ ქალებს მხოლოდ „ინდივიდის“ ტანსაცმელი განსხვავბდათ ერთმანეთისგან.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ...
18 დან 25 ივნისის ჩათვლით პარიზში მივდივართ, სადაც შოურუმში ჩვენს კოლქციას წარმოვადგენთ. კიდევ უამრავი მიზნები გვაქვს, რომლბსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ და მომხმარებლებს ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.
სად ხედავთ „ინდივიდს“ 10 წლის შემდეგ?
ბრენდს დიდ გეგმები გააჩნია და ვხედავთ ყველგან, სადაც სტილი იგრძნობა და ფასდება.