ინსტაგრამი, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გამუყოფელი ნაწილია ამაზე ყველა ვთანხმდებით. ყოველდღიურად შევდივართ და ვათვალიერებთ სხვადასხვა მოდელების, მსახიობების და იმ ადამიანების პირად გვერდებს, რომლბიც ჩვენი ინტერესის წყაროს წარმოადგენენ.
დიზაინერი და მოდის სტილისტი ნატაშა გოლდენბერგი ერთ-ერთი ინფლუენსერია, რომლის პირადი ინსტაგრამის გვერდის საკმაოდ საინტერესოდ და მრავალფეროვნად გამოიყურება. მისი გამომწერების რაოდენობა 335.800-ს შეადგენს. დიზაინერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიროსლავა დუმასთან ერთად მუშაობდა.
ნატაშა ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით ჭრელი და თვალშისაცემი ფერების მიმართ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოსის ფაქტურას და ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებსაც, თუმცა ყოველთვის ითვალისწინებს სეზონის აქტუალურ ტენდენციებს. მზის სათვალე მისი განუყრელი აქსესუარია. სამოსი, რომელიც ყოველთვის არის მის გარდერობში დიდი ზომის პიჯაკია.
მისი მოდის კერპი: Manuela Pavesi, Shala Monroque, DelfinaDelettrez არიან. მისი საყვარელი ქალაქი შოპინგისთვის ნიუ-იორკია.