ჩინური კალენდრის მიხედვით, ახლა ღორის წელია. ის სულ 12 ცხოველს მოიცავს. წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც დაბადების წლის მიხედვით სხვადასხვა ცხოველებს მიეკუთვნებიან და მათი სტილის მიხედვით გთავაზობთ ინსპირაციას.
ღორი 1947, 1959, 1971, 1983, 1995
ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგონა, ქეით ბესუორტი შარვალ-კოსტიუმშიც დახვეწილად გამოიყურება. მას საოცარი ნიჭი აქვს ვირტუოზულად შეუხამოს ერთმანეთს აქსესუარები და ფერები. ეს უნარი თქვენც გაქვთ, ამიტომაც ეცადეთ გაექცეთ შავს, რათა იმიჯი და ცხოვრების წესი უფრო მხიარული გახადოთ.
მაიმუნი 1944, 1956, 1968, 1980, 1992
ამ ნიშნის წარმომადგენელია მშვენიერი ჟიზელ ბუნდჰენი. ის მდიდრულად გამოიყურება ჯინსებშიც და საღამოს კაბაშიც. ყველაფერი კი თავდაჯერებულობის და ღიმილის დამსახურებაა. დაიამხსოვრეთ, ღიმილი თქვენი მთავარი აქსესუარია. გაიღიმეთ და ატარეთ სამოსი მსუბუქად, ისე რომ იმიჯი არ დატვირთოთ.
მამალი 1945, 1957, 1969, 1981, 1993
ეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ნიშანია, რომელიც მიზანს ისახავს და საწადელს ნებისმიერ ფასად აღწევს, მაგრამ არა გარეგნული იერსახის ფასად. ამ წლებში დაბადებული ქალები კლასიკას ამჯობინებენ: მკაცრ სილუეტებს და აქსესუარებს. საუკეთესო მაგალითი მეგან მარკლია.
ძაღლი 1946, 1958, 1970, 1982, 1994
ენ ჰეთეუეი ბრწყინვალე მაგალითია თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, თუ ჯეკპოტის მოგება გვინდა. არანაირი მოკრძალება და კომპრომისები - დაივიწყეთ! ატარეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებთ.
ვირთხა 1948, 1960, 1972, 1984, 1996
ხშირად ხდებით აღტაცების ობიექტი, მაგრამ ამას თავად ვერ იაზრებთ. ასე გააგრძელეთ და აირჩიეთ სამოსი, რომელიც გარშემო ყველას ააღელვებს. ასე აკეთებს ოლივია უაილდი.
ხარი 1949, 1961, 1973, 1985, 1997
ზედმეტად მოკლე და გახსნილი? ნუ უსმენთ ნურავის. თუ გამოიყურებით და თავს გრძნობთ ისე, როგორც ქეით ბეკინსეილი 45 წლის ასაკში, თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეთ.
ვეფხვი 1950, 1962, 1974, 1986, 1998
არ აქვს მნიშვნელობა როგორ ექსპერიმენტებს მიმართავთ - სტილს შეიცვლით თუ თმის ფერს, გააკეთეთ ეს თავდაჯერებულად. ასე გამარჯვებულის იერს მიიღებთ და არა მიმბაძველის. ლედი გაგა ინდივიდუალური სტილის შესაფერისი მაგალითია.
კურდღელი 1951, 1963, 1975, 1987, 1999
ანჯელინა ჯოლის მსგავსად გეხერხებათ ნებისმიერი სამოსის ღირსეულად ტარება. ხშირად მიეცით თავს საშუალება საღამოს კაბა ჩაიცვათ. იგრძენით თავი დედოფლად, ეს თქვენში ნამდვილად არის.
დრაკონი 1952, 1964, 1976, 1988, 2000
თქვენს სექსუალობას ყველაზე მოკრძალებული სამოსიც კი ვერ ფარავს. ატარეთ კაბა პერანგი ისე, როგორც ამას რიანა აკეთებს და თქვენი იმიჯი საუცხოო იქნება.
გველი 1941, 1953, 1965, 1977, 1989
სარა ჯესიკა პარკერის სტილი რეალურ ცხოვრებაში დიდად არ განსხვავდება მისი ეკრანული პერსონაჟის, კერი ბრედშაუს სტილისგან. მიიღეთ შთაგონება სერიალით "სექსი დიდ ქალაქში" - დააკვირდით სარას შერჩეულ იმიჯებს.
ცხენი 1942, 1954, 1966, 1978, 1990
ამალ კლუნის მოდური არჩევანი და გარეგნული იერი ყველას აღაფრთოვანებს. სტილი, გრაციოზულობა, ღირსეული თავდაჭერილობა - ეს უკეთ უნდა ისწავლოთ მისგან და უპირატესობა კლასიკას მიანიჭოთ: სუფთა ფერებს და ქალურ აქსესუარებს.
ცხვარი 1943, 1955, 1967, 1979, 1991
ცხოვრების ამ ეტაპზე სავარაუდოდ მოდური გარდატეხა მოგინდებათ. თუ წარსულში კაბას იგნორს უკეთებდით, ახლა აქცენტი ქალურ იმიჯზე გააკეთეთ. ქეით ჰადსონი ჰაეროვანი კაბის და მეამბოხე მაკიაჟის მშვენიერ დემონსტრაციას ახდენს.