ბოლო დროის მანძილზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებს ხშირად ვხედავთ მსოფლიო დონის ვარსკვლავების გარდერობში. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ორი ქართველი დიზაინერის, ნათია ხუციშვილისა და ლაკო ბუკიას მიერ შექმნილი ბრენდის NatiaxLako-ს საყურეები სარგებლობს, რომლებიც უკვე არაერთმა ცნობილმა სახემ მოიხდინა. ამჯერად ქართული წარმოების პროდუქტზე არჩევანი ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა Cheryl-მა შეაჩერა.
შერილ კოულმა NatiaxLako-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საყურე ახალი სიმღერის კლიპისთვის მოიხდინა, რომელიც უკვე ასობით ათასმა ადამიანმა იხილა.
მომღერლის არჩევანს ბრენდის დიზაინერი ლაკო ბუკია პირადი Instagram-ის მეშვეობით გამოეხმაურა და შერილის ფოტოს ემოციური წარწერაც გაუკეთა: "როდესაც ოცნებები ხდება".
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ NatiaxLako-ს კიდევ ერთი ნამუშევარი მსოფლიო დონის პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამ მოირგო.