რამდენიმე საათის წინ, მელანია და დონალდ ტრამპები იაპონიაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდნენ და რაღა თქმა უნდა მათ შესახვედრად ადგილზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ამჯერადაც ყველას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პირველი ლედის გემოვნებიანი ჩაცმულობაც.
კაბა, რომელიც მელანიამ მოირგო Calvin Klein-ის ცნობილი ბრენდის გახლავთ და მისი ღირებულება დაახლოებით 988 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტია.
თუმცა ასოციაციების გარეშე არც ამ ჩაცმულობას ჩაუვლია და უამრავმა უცხოურმა ტაბლოიდმა აღნიშნა კაბის მსგავსება მეგან მარკლის მიერ მორგებულ იმიჯთან.
მაგალითად პირველი ლედის ჩაცმულობა გააიგივეს Dior-ის კაბასთან, რომლითაც სასექსის ჰერცოგინია 2018 წელს გამოჩნდა.
და არც Roland Mouret-ის დიზაინით შექმნილი კიდევ ერთი დახვეწილი ჩაცმულობა დავიწყნიათ.