ყველა შემთხვევა, როცა ცნობილი ვარსკვლავების ჩაცმულობა ერთმანეთისას ემთხვევა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და თუ უმეტესად უბრალო შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე, სრულიად სხვა მიზეზით გააცოცხლა ცნობილი ჰოლივუდელი ლამაზმანის ჩაცმულობა სელენა გომესმა.
26 წლის ამერიკელი მომღერალი გასულ შაბათ-კვირას ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, როცა ქუჩებში სპორტული იმიჯით გამოჩნდა.
შეუძლებელია არ გაგიჩნდეს კითხვა, თუ რატომ უნდა გაემეორებინა სელენას ცნობილი მსახიობის მთლიანი ჩაცმულობა და ვარცხნილობა, რომელიც ჯენიფერ ენისტონმა 1993 წელს მოირგო.
როგორც მომღერლის მეგობრის- კონარ ფრანკლინის ინსტაგრამიდან ირკვევა, მეგობრებმა უბრალოდ გადაწყვიტეს მისთვის ამ დღეს ჯენიფერის სტილი მოერგოთ და ამას უბრალოდ გართობის სახე ჰქონდა, თუმცა ფაქტია მომღერალი შეუდარებლად გამოიყურებოდა.