მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაილი ჯენერი კაშკაშა ფერისა და გამომწვევი სტილის სამოსით საზოგადოების ყურადღების მიქცევას არ წყვეტს. ამერიკელი ბიზნესმენი ამჯერად პაპარაცების ობიექტივში პროვოკაციულ ნარინჯისფერ კაბაში გამოწყობილი მოხვდა, როდესაც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორნისკენ მიემართებოდა. ვახშამზე მიმავალმა ვარსკვლავმა ორიგინალური ფაქტურისგან დამზადებული სამოსი მოიხდინა, რომელიც მის ფიგურას მკვეთრად უსვამდა ხაზს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, თვალშისაცემი არამხოლოდ კაბის სტილი არამედ მისი ფასიც იყო.
კაილი მიერ მოხდენილი კაბა JULIEN MACDONALD-ს ეკუთვნის და მისი ფასი 16917 დოლარს შეადგენს.
ძვირადღირებულ ჩაცმულობას ვარსკვლავმა კანიე უესტის ბრენდის Yeezy-ს 760 დოლარის ღირებულების გამჭვირვალე ფეხსაცმელი შეუხამა.
კაილის მაკიაჟიც არანაკლებ გამორჩეული იყო, მან თვალზე წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერის ჩრდილი მოიხდინა.