კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთი მუზა, 26 წლის ბრიტანელი მოდელი კარა დელევინი მოდის სამყაროში უკვე არამხოლოდ მოდელის, არამედ დიზაინერის სტატუსითაც იმკვიდრებს თავს. ცნობილი ფრანგული ბრენდი Balmain თავის მომხმარებლებს ჩანთების სამ ახალ სახეობას შესთავაზებს, რომლის ავტორიც სწორედ კარა გახლავთ. ახალი პროდუქციის შემადგენელ აქსესუარებს საკუთარი სახელებიც აქვთ: Romeo, Twist და BBag.
სუპერმოდელისა და Balmain-ის ერთობლივი ნამუშევრები გაფორმებულია ეკლის ფორმის დეტალებითა და დიდი ზომის ოქროსფერი შესაკრავებით.
ახალი პროდუქციის სარეკლამო ფოტოებში პირადად მოდელი პოზირებს, რომელმაც გადაღებებისთვის ბრენდის 2019 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციის სამოსი მოიხდინა.
Balmain-ისა და კარას კოლაბორაციის სახელია The Choice, ჩანთები კი დღეიდან ბრენდის ოფიციალურ საიტზე იქნება ხელმისაწვდომი.