ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი 25 მაისს იაპონიას ეწვივნენ. სახელმწიფო ვიზიტი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და პირველი ლედის ჩაცმულობა კვლავ ინტერესის ცენტრში მოექცა.
მელანია ტრამპმა პირველ დღეს ამერიკის იმპერატორ ნარუხიტსთან და პირველ ლედისთან მასაკოსთან შესახვედრად კაროლინა ჰერერას თეთრი, ყვავილებიანი კაბა შეარჩია.
მეორე დღეს ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შინზო აბესთან ერთად ივახშმეს, სადაც მელანია ტრამპი ჯეი მენდელის ულამაზესი ნაცრისფერი პრინტის კაბით გამოჩნდა.
პირველი ლედის მესამე გამოჩენა აეროპორტში იყო, საიდანაც საპრეზიდენტო წყვილი ვაშინგტონში გაფრინდა და იაპონიაში მოგზაურობა ყვითელი მოსაცმელითა და დიდი მზის სათვალით დაასრულა.