24 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი მოდის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად ყოველ თვე სხვადასხვა ჟურნალებისთვის განკუთვნილ ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას, ამ ჟურნალების სიას არც Vogue ჩამოუვარდება. ამჯერად სუპერმოდელმა მექსიკური Vogue-ის ივნისის ნომრის ყდისთვის იპოზიორა, რომლისთვისაც ბრიჯიტ ბარდოს იმიჯი მოირგო და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ჯიჯიმ ფოტოსესიისთვის განსხვავებული ვარცხნილობა მოიხდინა, რომელმაც მისი გარეგნობა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა სხვადასხვა ფორმისა და ფერის საცურაო კოსტიუმებში იპოზიორა.
ორიგინალური ფოტოსესიის ავტორი ცნობილი იტალიერი ფოტოგრაფი ჟანპაოლო სგურა იყო.