ახალგაზრდა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიაში, კერძოდ კი მილანში ცხოვრობს, სადაც ის სწავლითა და კარიერითაა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თაკო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად ის ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებასა თუ ჩვენებაში. ამჯერად მოდელმა კიდევ ერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამ შემთხვევაში ფოტოსესიის ავტორები მისი მეგობრები არიან. ტოპ-მოდელი ახალ კადრებში როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას მისი გულშემატკივრებიც ადასტურებენ.
ფოტოების ავტორი მოდელის თანატოლი ლიკუნა სტურუაა, ხოლო ფოტოსესიის ადგილი მილანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი Monte Amiata Housing-ია.
ორიგინალური ფოტოსესია მოდელის თანატოლის ნინო გავაშელის ნამუშევრების წარდგენას ემსახურება, შესაბამისად მოდელმა მისი ბრენდის Lace-Muslin-ის სამოსი მოიხდინა.
თაკომ მეგობრის მიერ შექმნილ ორიგინალურ სამოსს Manolo Blahnik-ის კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა.