ცნობილი ამერიკელი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი ბოლო დროს ნაკლებად აქტიურია კარიერული კუთხით. ხშირად მის ამ "ჩავარდნილ" პერიოდს ზეინ მალიკთან დაშორებით გამოწვეულ მდგომარეობასაც უკავშირებენ, თუმცა შესაძლოა 24 წლის გოგონას უბრალოდ სურს თავს მცირეოდენი დასვენების საშუალება მისცეს. მიუხედავად ამისა, მაინც ერთვება გარკვეულ წამოწყებებში და ამჯერად Burberry-ს ახალ კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.
მონოგრამული კოლექცია, რაღა თქმა უნდა, რიკარდო ტიშის ეკუთვნის და ჯიჯიმ იდეალურად მოირგო მამაკაცური სტილი, რომელიც კოლექციისთვის არის დამახასიათებელი.
"ბიჭი", "ჯენტლმენი", "გოგონა", "ქალბატონი" - ეს არის ის ოთხი ხასიათი, რომელიც დიზაინერსა და მოდელს სურდათ კამპანიაში ეჩვენებინათ.
"მე ვიმუშავე იმაზე, თუ როგორ მოვრგებოდი თითოეულ ხასიათს და როგორი ქცევა მოუხდებოდა მათ. სასიამოვნო იყო ჩემი პიროვნების სხვადასხვა სახის ჩვენება მათი მეშვეობით" - აღნიშნა ჯიჯიმ Vogue-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.