კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფები ყოველდღიურად მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აფიქსირებენ, რომელთა რიცხვიც კინოფესტივალის დახურვასთან ერთად იზრდება. კრიმინალური კომედიის Oh Mercy!-ს პრემიერას ცნობილი ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმაც დაესწრო, რომელმაც რაღა თქმა უნდა საზოგადოებისა და ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. გარდა სუპერმოდელის უნაკლო გარეგნობისა და სხეულისა, მისმა კაშკაშა ჩაცმულობამ და აქსესუარებმაც დიდი როლი ითამაშეს მის სრულყოფილ იმიჯში.
37 წლის მოდელმა Michael Kors-ის ბრჭყვიალა კაბა მოიხდინა, რომელიც მის სხეულს კიდევ უფრო მკვეთრად აჩენდა. აქსესუარად კი, როგორც ყოველთვის Chopard-ის დიდი ლურჯი საყურე შეარჩია, რომელიც კაბის ფაქტურასთან იყო შეხამებული.
ფესტივალისთვის შერჩეულ ჩაცმულობას ვარსკვლავმა Louboutin-ის ასევე ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
ადრიანამ ეფექტურ იმიჯს სრულყოფილებისთვის კიდევ ერთი დეტალი - წითელი ტუჩსაცხი შემატა, რომელიც მის თვალის ფერს განსაკუთრებით მოუხდა.