პრინცესა დაიანა მოდის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც დღემდე რჩება მისაბაძ მაგალითად და შთაგონების წყაროდ არაერთი ცნობილი თუ უცნობი ქალბატონისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაიანას არასდროს ეშინოდა სექსუალური და მისთვის ბუნებრივი ჩაცმულობის მორგების, განსაკუთრებით კი პრინც ჩარლზთან გაშორების შემდეგ, როდესაც მან თავის ყოველდღიურ გარდერობს მოკლე კაბები და ამოღებული ზედები შეჰმატა. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, შესაბამისად ის სტილი, რომელიც ყველასათვის ცნობილ პრინცესას წლების წინ ჰქონდა მორგებული, დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით ამ სეზონზე, როდესაც ყველა მოდის სახლი ცდილობს ახალ კოლექციებში "ვინტაჟური" დეტალები შეიტანოს. სწორედ ამიტომ OK!-ს გუნდმა თქვენთვის პრინცესა დაიანას 11 საზაფხულო ჩაცმულობა შეარჩია, რომელიც 2019 წლის ცხელი ზაფხულისთვის სამოსის შერჩევაში აუცილებლად დაგეხმარებათ!
1. მომდგარი "შორტები" და დიდი ზომის სპორტული ზედა
2. კლასიკური ქვედაბოლო და სპორტული ზედა
3. ჩალისფერი შარვალი და თეთრი პერანგი
4. ღია ვარდისფერი ქვედაბოლო და თეთრი ატლასის პერანგი
5. ყვითელი "კომბინიზონი" და ჭრელი პერანგი
6. წითელი მომდგარი ქვედაბოლო, თეთრი პერანგი, მოოქროვილი მარგალიტის საყურე.
7. თეთრი "კომბინიზონი" და ვარდისფერი პერანგი
8. თეთრი ჯინსის შარვალი, ამავე ფერის მაისური და მრგვალი ფორმის მზის სათვალე
9. ყავისფერი მოსაცმელი და ჭრელი კაბა
10. ღია ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი
11. ყვითელი "კომბინიზონი", ოქროსფერი საყურე და ამავე ფერის დიდი ზომის ქამარი