ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ტაბლოიდების ყურადღება American Icon Awards-ის დაჯილდოების ცერემონიამ მიიპყრო, რომელიც ყოველწლიურად იმ ადამიანების საპატივცემულოდ იმართება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით აშშ-ის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებენ.
საღამო, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ისეთი სახეების გარეშე, როგორიც ნაომი კემპბელი გახლავთ, თუმცა გარდა იმისა, რომ საკუთარი გამოჩენით ყველა აღაფრთოვანა, მოდელმა ცერემონიაშიც მიიღო უშუალო მონაწილეობა.
მოდელი სცენისკენ საკუთარი მეგობრის, ქუინსი ჯოუნსისთვის ჯილდოს გადასაცემად გაემართა.
48 წლის მოდელის კაბა კი, ცალკე აღნიშნვის ღირსია. ღია ფერში გადაწყვეტილი დიზაინი, რომელიც თვლებით გახლდათ გაფორმებული, "შავი პანტერის" იდეალურ სხეულს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.