წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალი გრძელდება, შესაბამისად კანს ყოველ დღე სხვადასხვა მსახიობები, რეჟისორები და მოდელები სტუმრობენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად. ამჯერად ნიცის აეროპორტში პარიზიდან ულამაზესი რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა ჩაფრინდა. მისი ვიზიტის მიზეზი სწორედ კანის ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრემიერაზე დასწრება გახდა.
როგორც მის გულშემატკივრებს მოეხსენებათ, ნატალია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, შესაბამისად მან გულშემატკივრებს ფასტივალისთვის მზადების პროცესში გადაღებული კადრებიც გაუზიარა.
37 წლის სუპერმოდელმა ღონისძიებისთვის Versace-ს ნახევრად გამჭვირვალე კაბა მოირგო, რომელსაც Chopard-ის თვალისმომჭრელი აქსესუარები შეუხამა.
ნატალიას მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე კი, Balmain Hair Salon-ის გუნდმა იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-მოდელის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ მისი გულშემატკივრებისა და ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.