23 წლის ამერიკელი სუპერმოდელი ქენდალ ჯენერი ისეთი მოთხოვნადი მოდელების სიაში შედის, რომლებიც თითქმის ყოველ კვირას თუ არა, ყოველ თვე სხვადასხვა ჟურნალის ყდისა თუ ცნობილი ბრენდის კოლექციის ფოტოსესიაში მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ის კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული წევრია, შესაბამისად, ამჯერად ავსტრალიური Vogue-ის ივნისის გამოცემის გარეკანი დაიპყრო და როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება!
ქენდალ ჯენერმა თავბრუდამხვევი ფოტოსესიისთვის Tiffany & Co-ს ულამაზესი სამკაულები მოიხდინა, რადგან ბრენდთან ამჟამად მჭიდრო საქმიანი კავშირი აქვს.
ავსტრალიური Vogue-ისთვის განკუთვნილი ფოტოსესიის კადრები საკმაოდ ორიგინალურია, ისევე როგორც ქენდალის ჩაცმულობა და ქენდალის უკანასკნელი გადაღებებისგან ძალიან განსხვავდება.
"ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი: ეს სისხლში მაქვს. მე და ჩემი უმცროსი და ჩემმა მშობლებმა ასე გაგვზარდეს, ისევე როგორც ჩემი დანარჩენი დები. ხშირად ადამიანები ფიქრობდნენ, რომ იმის მიღწევა რასაც მე მივაღწიე ჩემთვის ბევრად მარტივი იყო ჩემი სახელისა და გვარის გამო, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო"- განაცხადა მოდელმა ინტერვიუში.
"ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ. ყოველთვის მეკითხებიან: რა არის შემდეგი? რას აპირებ? ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი ახლა. ძალიან ბევრ ადამიანს იმდენიც კი არ აქვს გადაწყვეტილი ჩემს ასაკში რამდენიც მე" - ქენდალი.
"მე ვნახე როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩემს დებს საზოგადოები ყურადღებისადმი და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა ჩემთვის ჩემი მეგობრები და ურთიერთობები ძალიან განსაკუთრებული და წმინდაა, პირადად მე ვფიქრობ, რომ მათი გასაჯაროება ყველაფერს ართულებს".
"ასევე მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ურთიერთობებში ყოველთვის დაწრმუნებული არ ხარ, შესაბამისად, არ მინდა ზედმეტი ყურადღება მივიპყრო თუკი არ ვიცი სამომავლოდ როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა. საერთოდ ურთიერთობა უნდა დარჩეს ორ ადამიანს შორის, მაშინვე როცა ეს მთელი მსოფლიოს განხილვის საკითხი ხდება, მენტალურად ეს ორივე ადამიანში იწვევს გარკვეულ არეულობას. თითქოს როგორც კი ყველა შეიტყობს ამ ურთიერთობის შესახებ, მათი აზრები და რეაქციებიც შემოდის შენს პირად ცხოვრებაში და ჩემი აზრით ეს არასწორია".
როდესაც ქენდალს ჰკითხეს თუკი იქნება Tiffany & Co მისთვის სამუშაოსა და სიყვარულის კომბინაცია ნიშნობის ბეჭდის სახით ქენდალმა გაიცინა და თქვა "შეიძლება. ახლა ნამდვილად არა, მაგრამ ოდესღაც ალბათ კი".