ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მილანში ცხოვრობს და იტალიაშიც ისევე როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თაკო ცნობილი ბრენდების გადაღებებსა და ჩვენებებში ხშირად მონაწილეობს, მისი ერთ-ერთი მორიგი გადაღება დაახლოებით ორი თვის წინ საფრანგეთის სამხრეთში მიმდინარეობდა. ფოტოსესია იტალიური ბრენდის Fisico-სთვის იყო განკუთვნილი თუმცა რეკლამისთვის დამუშავებული და მომზადებული ოფიციალური კადრები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ამ დრომდე არ იყო.
სარეკლამო კამპანია საცურაო კოსტიუმების იტალიური ბრენდის Fisico-ს 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციისთვისაა, რომლის გადაღებებიც საფრანგეთში, კამარგის რეგიონში სენტ-მარი დე ლა მერ-ის ულამაზეს სანაპიროზე გაიმართა.
ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის არამხოლოდ ფოტოები, არამედ რამდენიმე ვიდეორგოლიცაა გადაღებული, რომელშიც ქართველი სუპერმოდელი როგორც ყოველთვის პროფესიონალურად პოზირებს.
Fisico-ს ახალი კოლექციის პროდუქცია უკვე გაყიდვაშია და საცურაო კოსტიუმების შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.