23 წლის ამერიკელი მოდელი ქენდალ ჯენერი 2018 წელს ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელეს და მას შემდეგ მან კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა. სწორედ ამიტომ ქენდალი თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდებისა და ჟურნალებისთვის განკუთვნილ ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას, ამჯერად სუპერმოდელმა Vogue-ისთვის სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმებსა და საზაფხულო კაბებში იპოზიორა.
ფოტოსესიის ულამაზესი კადრები ფოტოგრაფი ოლივერ ჰედლი პარჩის მიერაა გადაღებული.
ქენდალმა 20 წლის იტალიელ მოდელთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად იპოზიორა.
ქენდალმა ფოტოსესიისთვის ცნობილი მოდის სახლების სამოსი და აქსესუარები მოიხდინა, როგორიცაა Dior, Chloé, Manolo Blahnik, Carolina Herrera და Chanel.
ქენდალის ჩაცმულობაზე ცნობილმა სტილისტმა კარლოს ნაზარიომ იზრუნა.
ულამაზესი ფოტოსესია Vogue-ის ივნისის ნომრისთვისაა განკუთვნილი, რომლის გამოსვლამდეც სულ ცოტა დროა დარჩენილი.