9 მაისს ლონდონში ცნობილი ამერიკული ბრენდის Michael Kors-ის წვეულება გაიმართა, რომელიც ახალი ბუტიკის გახსნისა და ახალი კოლექციის გამოსვლისადმი იყო მიძღვნილი. ღონისძიებას ბრენდის ელჩები და დიზაინერის მეგობრები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის მოხვდა 90-იანი წლების ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მოდელი ქეით მოსიც, რომელიც დახვეწილ სამოსში იყო გამოწყობილი და როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
მიუხედავად ასაკის მატებისა 45 წლის სუპერმოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისევე როგორც შეყვარებულთან სეირნობისას მოწოდების სიმაღლეზეა და თვალისმომჭრელ გარეგნობას ინარჩუნებს.
ქეით მოსი და მაიკლ კორსი
Michael Kors-ის წვეულებისთვის ვარსკვლავმა შავი კლასიკური იმიჯი მოირგო, მას ყვავილების ფორმის ღილებიანი შავი მოსაცმელი, ამავე ფერის ზედა და შარვალი ეცვა.
მოდელმა მინიმალისტურ ჩაცმულობას შავი ფერის ქლაჩი შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბრუკლინ ბექჰემის 21 წლის რჩეული ჰანა ქროსიც დაესწრო. ახალგაზრდა მოდელი ქეითის მსგასვად შავ კლასიკურ სამოსში იყო გამოწყობილი.
ჰანას შავი მაქმანებიანი ზედა, ამავე ფერის ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რასაც შავი ქლაჩი და სადა ყელსაბამი მოარგო.