მიუხედავად იმისა, რომ ამალ კლუნი და მისი მეუღლე ჯორჯ კლუნი Met Gala-ს წლევანდელ წვეულებას არ დასწრებიან, ამ კვირაში წითელ ხალიჩაზე მაინც მოხვდნენ და თანაც საკმაოდ ძვირადღირებული ჩაცმულობით. წყვილი ჯორჯის ახალი სატელევიზიო სერიალის Catch-22-ის ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერაზე იმყოფებოდა, სადაც დღის გმირის მეუღლის კაბამ ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
41 წლის ამალ კლუნიმ მნიშვნელოვანი დღისთვის Oscar de la Renta-ს 4790 დოლარის ღირებულების მწვანე მოკლე კაბა მოიხდინა, რომელსაც იისფერი საყურე, ბეჭედი და შავი ქლაჩი შეუხამა.
ძვირადღირებულ კაბას კლუნიმ GIANVITO ROSSI-ს 591 დოლარიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეურჩია.
სერიალის პრემიერას ჯორჯის მეგობარი და კოლეგა, მსახიობი მეტ დეიმონიც დაესწრო, რომელსაც თან მეუღლე ლუჩიანა ახლდა.