ახალგაზრდა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოშია პოპულარული ხშირად მონაწილეობს ცნობილი ბრენდებისა და ჟურნალების გადაღებებში. მოდელი ამჯერად ავსტრალიური ჟურნალის WISH MAGAZINE-ისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას და როგორც ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს, ჟურნალისთვის განკუთვნილი ფოტოები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა მზადების პროცესში გადაღებული კადრები მოდელმა და მისმა ვიზაჟისტმა გაგვიზიარეს.
გადაღებები იტალიაში, კომოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, Grand Hotel Tremezzo-ში მიმდინარეობს.
მოდელის ულამაზეს მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე სარა ჰეიდლოუ, ხოლო ჩაცმულობაზე სტილისტი კენ ტომპსონიი ზრუნავს.
Wish Magazine-ისთვის განკუთვნილ ფოტოებს კი ფოტოგრაფი ჯეიმს ქანტი იღებს, რომელსაც არაერთი ცნობილ ფიგურასთან უმუშავია, რომელთაგან ერთ-ერთი კარლ ლაგერფილდი გახლდათ.
თაკოს ვიზაჟისტმა საკუთარ Instagram-ის გვერდზე მოდელის ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგნაირი წარწერა გაუკეთა: "დიახ ის ჰგავს ქენდალ ჯენერს...თუმცა ქირურგიული ჩარევის გარეშე".