ცნობილი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ხშირად მოგზაურობს, ამჯერად მისი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა. ნატალია მეუღლესთან, ანტუან აროსთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე 8 წელია ერთად არიან, მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებში ერთმანეთს ახალდაქორწინებულებივით უყურებენ თვალებში. ნიუ-იორკს წყვილი Louis Vuitton Cruise 2020-ის ჩვენებაზე დასასწრებად ესტუმრა და ამ ვოიაჟის ამსახველი კადრები ნატალიამ გულშემატკივრებსაც გაუზიარა.
ნატალიამ მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში გადაღებული ფოტო გაგვიზიარა წარწერით: "ნიუ-იორკი - სიყვარულის ქალაქი", მიუხედავად იმისა, რომ ნატალია საყოველთაოდ ცნობილ "სიყვარულის ქალაქ" პარიზში ცხოვრობს.ანტუანთან ერთად რომანტიული გასეირნებისთვის მოდელმა Ralph Lauren იისფერი ზედა და ამავე ფერის გრძელი ქვედაბოლო შეარჩია. გემოვნებიან ჩაცმულობას ნატალიამ შავი პატარა ჩანთა შეუხამა, რომელიც ბოლო დროს მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა.
37 წლის მოდელი Louis Vuitton-ის ჩვენებაზეც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და იქ გადაღებულ კადრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებდა.
ჩვენებისთვის მოდელმა შავი მოკლე ქვედაბოლო, ორიგინალური ზედა და ყავისფერი ფეხსაცმელი შეარჩია, რასაც რაღა თქმა უნდა Louis Vuitton-ის ჩანთა შეუხამა.
მოდელი ჩვენებას ანტუანთან, ქეით ბლანშეტთან და ალისია ვიკანდერთან ერთად დაესწრო.