19 აპრილს ცნობილი სუპერმოდელი ტინა კუნაკი დედა გახდა, მას გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად ამაზონი დაარქვა. ამაზონის მშობლები მის ფოტოებს ჯერჯერობით არ აქვეყნებენ, მაგრამ ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდეგ გააქტიურებულია და სხვადასხვა გადაღებებში იღებს მონაწილეობას. ამჯერად თვალისმომჭრელმა ტინამ ქალთა თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდის, Etam-ისთვის იპოზიორა, რომლის ახალი კოლექცია ტინასთან კოლაბორაციის შედეგია.
22 წლის მოდელმა ბრენდთან ერთად ახალი კოლექცია Tina Kunakey X ETAM შექმნა, რომელიც Etam-ის საერთაშორისო საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.
ტინამ კოლექციისთვის მსუბუქი და ღია ფერები შეარჩია, როგორიცაა თეთრი, კლასიკური შავი და ღია ვარფისფერი.
ბრენდის ახალი ხაზი მოდელის საყვარელი სტილის პერანგებს, ფართხუნა შარვლებს, ფერად კაბებსა და ზედებს შიეცავს.