მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილის დაბადებაზე საუბრობს, ქეით მიდლტონი მეუღლესთან ერთად ლონდონში საზოგადოებას შეხვდა. ულამაზესი ჰერცოგინია ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში ელეგანტური ფრანგული სტილის სამოსით გამოჩნდა. ქეითის სტილისტმა, რომელმაც მისი ჩაცმულობა ბოლო დროს გარკვეულწილად შეცვალა, ჰერცოგინიას კლასიკური და ამავდროულად სადა იმიჯი შეურჩია.
კემბრიჯის ჰერცოგინიას L.K. Bennett-ის 150 ფუნტის ღირებულების ლურჯი ღილებიანი შარვალი ეცვა, რომელსაც ზოლებიანი ზედა შეუხამა.
ქეითმა შერჩეულ სამოსთან Emmy London-ის წითელი ქლაჩი და ამავე ბრენდის ლურჯი კლასიკური სტილის ფეხსაცმელი მოიხდინა.
37 წლის ჰერცოგინიამ დახვეწილი ჩაცმულობა ლურჯი საყურითა და პრინცესა დაიანას ბეჭდით გააფორმა, რომელიც მას პრინცმა უილიამმა წლების წინ აჩუქა.
ქეითისა და უილიამის შეხვედრის მთავარი მონაწილეები პატარა ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც ცოლ-ქმარი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი ეგებება.