Met Gala-ს წვეულებაზე Camp-ის "დრეს კოდის" მიხედვით ცნობილმა მსახიობებმა, მოდელებმა და მომღერლებმა თვალისმომჭრელი, უცნაური და საუცხოო სტილის ჩაცმულობები მოიხდინეს. მათგან უმრავლესობამ სწორედ გაიგო ღონისძიების თემა და სამოსიც შესაბამისად შეარჩია, ზოგიერთი მოწვეული სტუმრის ჩაცმულობა კი საზოგადოებისთვის გაურკვეველი შინაარსის აღმოჩნდა და კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც მოხვდა. თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება, Met Gala-ს ეგრეთწოდებული After Party-ც მოჰყვა, რომელზეც ვარსკვლავებმა მხიარული დრო გაატარეს და მისთვის ცალკე სამოსიც შეარჩიეს.
კიმ კარდაშიანმა Thierry Mugler-ის ცისფერი კაბა მოიხდინა, მისი მეუღლე კანიე კი კვლავ სადა ჩაცმულობით გამოჩნდა, რომელშიც 40 დოლარის ღირებულების მოსაცმელი შედიოდა.
ულამაზესმა ქენდის სვეინპულმა კი სხეულის დემონსტრაცია მოკლე შავი კაბით მოახდინა, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
პრიანკა ჩოპრამ და მისმა მეუღლემ After Party-სთვის კლასიკური სტილის ჩაცმულობა შეარჩიეს.
ბელა ჰადიდი ამჯერადაც როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელი იყო, მას Moschino-ს პრინტიანი კაბა და საკმაოდ ორიგინალური გამჭვირვალე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
ჯიჯი ჰადიდმა Met Gala-სთვის შერჩეული Michael Kors-ის სამოსი დაიტოვა, რომელიც მოგვიანებით მოსაცმელის გარეშე წარმოგვიდგინა.
ვინი ჰარლოუმ კი ლეოპარდის პრინტის სრული "ლუქი" მოირგო.
კეტი პერიმ ყველაზე განსხვავებულის სტატუსის მოპოვება After Party-ზეც მოახერხა.
სელინ დიონმა კი ვერცლისფერი ბრჭყვიალა კაბა მოიხდინა.
ქეით მოსი რაღა თქმა უნდა როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში იყო.
კაილი ჯენერმა კვლავ ბუმბულებიანი, თუმცა ახლა უკვე ცისფერი იმიჯი წარმოგვიდგინა.