ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და მისი პოსტები ხშირად მოდელის ნახევრად შიშველ კადრებს მოიცავს. შესაბამისად საზოგადოება ემილის Met Gala-სთვის შერჩეულ ჩაცმულობას არ გაუოცებია, უბრალოდ აღსანიშნავია, რომ მან დახურული სამოსის ჩაცმა არც ამ ღონისძიებაზე ისურვა და თავისი იდეალური სხეულის დემონსტრაცია ამჯერადაც არაჩვეულებრივად გამოუვიდა.
ემილის მიერ შერჩეული ჩაცმულობა Camp-ის საუკეთესოთა სიაში შევიდა, თუმცა საზოგადოებამ ისევე როგორც მედიამ ისიც აღნიშნა, რომ ტანსაცმლის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, რომელიცაა სხეულის დაფარვა, მოდელის სამოსმა ნამდვილად ვერ შეასრულა.
თუმცა ემილის ჩაცმულობაზე, რომელიც მას ძალიან მოუხდა, დიზაინერ პიტერ დანდასის მიერ იყო შექმნილი. ვერცხლისფერი კაბა ემილის მკერდს სულ ოდნავ ფარავდა, თუმცა ეს დაფარული ნაწილიც სიშიშვლის შთაბეჭდილებას ტოვებდა რადგან ვერხცლისფერ ნაჭერში კანის ფერი მასალაც იყო შერეული.
ფრთები წლევანდელი ცერემონიის ძალიან პოპულარული დეტალი იყო, თუმცა ლუპიტა ნიონგისა და ბილი პორტერისგან განსხვავებით, ემილიმ ისინი ყურებზე მოირგო.
27 წლის მოდელის შთაგონების წყარო "Camp"-ის დედოფალი - საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი შერი აღმოჩნდა.