მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო სერიალის Sex and The City-ს უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ის მაინც არ კარგავს პოპულარობას და დღემდე ძალიან აქტუალური რჩება. სერიალის მთავარი პერსონაჟის შემსრულებლის სარა ჯესიკა პარკერის გულშემატკივრების რაოდენობა დღესაც ისეთივეა, როგორიც წლების წინ, როდესაც ის სერიალში ქერის როლს ასრულებდა. სწორედ ამიტომ, მისი ყოველი საჯარო გამოჩენა მედიისა და გულშემატკვირების დიდ ყურადღებას იპყრობს. ამჯერად მსახიობი GLAAD Media Awards-ის ღონისძიებას დაესწრო, რომლისთვისაც როგორც ყოველთვის ორიგინალური ჩაცმულობა შეარჩია.
ნიუ-იორკში გამართულ დაჯილდოებაზე ყურადღების ცენტრში 54 წლის მსახიობის ჩაცმულობა ყველასაგან განსხვავებული იყო და ეს არავის გაჰკვირვებია. ის წითელ ხალიჩაზე Elie Saab-ის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კაბით წარსდგა.
Elie Saab-ის ექსტრავაგანტული კაბა გულებითა და ხელების ფორმის პრინტითაა გაფორმებული, რასაც კიდევ უფრო გამორჩეულ იერს მკლავების ექსტრავაგანტული ფორმა აძლევს.
ვარსკვლავმა დახვეწილ ჩაცმულობას დიდი ზომის ბეჭედი და თმის აქსესუარი შეუხამა, რომლის მსგავსიც მის იმიჯში არაერთხელ შეგვინიშნავს.