დიდი ზომის ქურთუკები, განიერი ჯინსის შარვლები, ვიწრო სათვალეები.. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმ ტრენდებისა, რომლებმაც ხელახალი სიცოცხლე თანამედროვე მოდის სამყაროში ჰპოვეს და ამაში დიდი წვლილი ახალი თაობის ისეთ მოდელებს მიუძღვით, როგორიც მაგალითად ჯიჯი ჰადიდია.
24 წლის ამერიკელ მოდელს Instyle-ის გამოცემამ სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომელშიც ჯიჯის ბოლოდროინდელ აკვიატებაზეა საუბარი. სამქე იმაშია, რომ ჯიჯი უკვე საკმაოდ ხშირად ჩნდება მზის სათვალეები, რომლებსაც მოდური, მძივებით გაფორმებული ჯაჭვი ამშვენებთ.
"ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გვამოგზაურებს დროშ, რაც მთავარია, ამ დეტალს ჩვენი ბებიების თაობაც ნამდვილად მოიწონებს, თუმცა ჯიჯიმ მათ სიახლის შეგრძნება და მეტი თანამედროვეობა შესძინა," - აღნიშნულია სტატიაში.
როგორც ჩანს, აქსესუარს, რომელსაც საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ მოდურ გოგონებზე, რომელთათვისაც საინტერესო ალტერნატივები ცნობილმა ბრენდებმა უკვე შექმნეს.