ყველასთვის საყვარელი მსახიობი - მონიკა ბელუჩი განაგრძობს მილიონობით გულშემატკივრის გაოცებას და ამჯერად INPRINT-ის ცნობილი გამოცემისთვის პოზირებს. 54 წლის მსახიობი ჟურნალის მაისის ნომერს ამშვენებს და მისმა კადრებმა უკვე მოიცვა ონლაინსივრცე.
სადა სამოსში გამოწყობილი მონიკას ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ფანები გამოცემის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავენ, რომ მათი კუმირისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და ის არასდროს დაბერდება.