ცნობილი ამერიკელი მომღერალი სელენა გომესი თავის ძველ ფორმას დაუბრუნდა ან შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ადრე. შეგახსენებთ, რომ სელენა ბოლო დროის მანძილზე თავს არც ისე კარგად გრძნობდა, მეტიც ის რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა, რადგან გარკვეული პრობლემები ჰქონდა. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ვარსკვლავი 10 თვიანი პაუზის შემდეგ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, რაც მისი მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯი და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშანი იყო. ახლა კი 26 წლის მომღერალმა ახალი საცურაო კოსტიუმების ბრენდის KRAHS Swim-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დამფუძნებელიც მისი საუკეთესო მეგობარი ტერეზა მერია.
სელენამ ბრენდისთვის პირადი ხაზი გამოუშვა, რომლის კოლექციიდან ერთ-ერთი საცურაო კოსტიუმი სპეციალურად ისეთი დიზაინით გააკეთა, რომელიც მისი თირკმლის გადანეგრვის ნაწიბურს დაფარავდა.
"სელენასთან მუშაობა იყო ჩვენი ოცნება! ის ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო და ამიტომ სულ მინდოდა მასთან ერთად მსგავსი პროექტის გაკეთება. ჩვენ ვამაყობთ რომ ერთად შევქმენით ახალი პროდუქტი." - წერს KRAHS-ის კრეატიული დირექტორი.
სელენას საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა ფოტომ მის პირად გვერდზე სულ რამდენიმე საათში 8 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა და მისი გულშემატკივრებისგან დადებითი გამოხმაურებაც მიიღო.
სელენამ და მისმა საუკეთესო მეგობარმა ბრენდის წარსადგენად ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელშიც მის სახელზე, იდეასა და დეტალებზე საუბრობენ.