მუსიკალური გაფორმების თანხლებით ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქარხანაში Prada-ს ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ბრენდის დამფუძნებლის მარიო პრადას უმცროსმა შვილიშვილმა მიუჩა პრადამ კოლექცია წარადგინა და მას "განსხვავებული სიმარტივე" უწოდა. ჩვენებამ დაამტკიცა დიზაინერის სიტყვები, რადგან Prada Resort-ის ამ ჩვენებაზე მართლაც ვერ ნახავდით გადატვირთულ სამოსს, თუმცა მიუხედავად ამისა კოლექცია მოიცავს თვალისმომჭრელ დეტალებს, რომლებიც წარმოდგენილია ფერადი ყვავილების, ჭყეტელა წინდებისა და ყველაზე ლამაზი ყელსახვევების სახით. სწორედ ამ ორიგინალურ ჩვენებაში მიიღეს ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა კაია გერბერმა და ჯიჯი ჰადიდმა.
Prada-ს ახალი კოლექციის მთავარი ტრენდი ფერებია. ის მოიცავს ახალგაზრდული სტილის კაბებს, გრძელ პერანგებს და ამავდროულად მკაცრ "კოსტუმებს".
ჩვენებაზე განსაკუთრებული ყურადღება ლამაზად გაფორმებულმა ყელსახვევებმა, დაუმუშავებელი მარგალიტის საყუერებმა და სქელმა წინდებმა მიიპყრო.
ჩვენებიდან ჩვენებამდე დეკორაციები, კოლექციები და სეზონები იცვლება თუმცა მთავარი გმირები სია უცვლელი რჩება. როგორც Prada-ს უკანასკნელ ჩვენებაზე ვიხილეთ , პოდიუმს ჯიჯი ჰადიდი და კაია გერბერი ახლაც ამშვენებდნენ.
მოდელების მაკიაჟის კოლექციის შესაბამისად ფერადი იყო, რამაც ჯიჯი ჰადიდის გამორჩეული სილამაზე და გარეგნობა კიდევ უფრო მკვეთრად გამოაჩინა.