მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, წარმატებული ბიზნესმენი და უკვე არაჩვეულებრივი დედა, რომლის წლიური შემოსავალიც 11.5 მილიონ დოლარს შეადგენს ამჯერად საზოგადოების ყურადღებას ბრიტანული ჟურნალის Harper's Bazaar-ის ივნისის ნომრის გარეკანზე მოხვედრით იპყრობს. მოდელმა მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალი დონის ჟურნალის ახალი ნომრის ფოტოსესიისთვის სხვადასხვა მოდის სახლების სამოსი მოირგო და თავისთავად ცხადია გადაღებების კადრებში ის ბრწყინვალედ გამოიყურება.
32 წლის როუზიმ Giambattista Valli-ს ულამაზეს აბრეშუმის ვარდისფერ კაბასა და ამავე ბრენდის ტყავის მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იპოზიორა, რასაც სტილისტმა მირანდა ალმონდმა Tiffany & Co-ს ბრილიანტის საყურე შეუხამა.
Victoria's Secret-ის ყოფილმა მოდელმა ყდის ფოტოსთვის კარლ ლაგერფილდის მიერ Chanel-ისთვის შექმნილ უკანასკნელი კოლექციის ბრჭყვიალა იმიჯი მოიხდინა.
ცნობილმა პოლონელმა ფოტოგრაფმა ალექს ლუბომირსკიმ როუზი Elie Saab-ის ვერცხლისფერ კაბაშიც გადაიღო.
Valentino-ს ულამაზეს ყვითელ კაბაშიც.
Forbes-ის 2018 წლის მონაცემების მიხედვით მოდელის წლიური შემოსავალი 11.5 მილიონს შეადგენს. ის ქენდალ ჯენერისა და კარლი კლოსის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია (რაღა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით კაილი ჯენერს).
Atelier Versace-ს კაბა, Tabitha Simmons-ის ფეხსაცმელი, Tiffany & Co-ს საყურე და ბეჭედი.
"დედობა უსაზღვრო ბედნიერებაა. ის ძალიან ბევრ ამაღლებულ ემოციას მოიცავს."- განაცხადა მოდელმა ინტერვიუში.
Balmain-ის კაბა, Tabitha Simmons-ის ტყავის ფეხსაცმელი, Tiffany & Co-ს აქსესუარები.
"იმისთვის, რომ იყო თავდაჯერებული არაა აუცილებელი იყო იდეალური. არაა აუცილებელი იყო ყველაზე ლამაზი ან ყველაზე ჭკვიანი ოთახში. უბრალოდ კარგად შეხედე საკუთარ თავს და მოიწონე შენი თავი ისე როგორც მას ხედავ."
Dior-ის მოდის სახლის კაბა და Dior-ის აქსესუარები.