ჯერ კიდევ არ გამოუგონიათ იმაზე ქალური ტანსაცმელი, ვიდრე კაბაა, მაგრამ ქალბატონების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს მის ჩაცმაზე. ზოგიერთი მათგანი სხეულის ფორმებს იმიზეზებს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ არც ისე კომფორტულია ქალაქში სიარულის დროს. სინამდვილეში კაბა ის სამოსია, რომელიც ყველა ქალს ამშვენებს და უფრო დახვეწილ იმიჯს სძენს.
OK! Magazine Georgia გთავაზობთ ულამაზესი გრძელი კაბების ფოტოებს, რათა ზაფხულის თბილი დღეების მოახლოვებასთან ერთად გარდერობის განახლების პროცესი გაგიმარტივოთ.