Elénny – ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ როგორც თავისუფალი, ასევე ქალური და დახვეწილი სტილის სამოსს. ბრენდი ორიენტირებულია როგორც ხარისხზე, ასევე სამოსის განსხვავებულ დიზაინზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული მოდელის ყველა დეტალი ხელით არის შექმნილი.
OK! Magazine Georgia Elénny-ის დიზაინერს ელენე გიორგაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ბრენდის შესახებ.
"ბრენდის ისტორია 2017 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ვაწარმოებთ ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ხაზს. Elénny-თვის დამახასიათებელია როგორც სქელი და თხელი ქსოვილების, ასევე მკვეთრი და პასტელური ფერების სინთეზი".
"ბრენდის მიზანია მომხმარებელს რაც შეიძლება მაღალი ხარისხი შესთავაზოს და სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა, ხოლო თითოეული მოდელის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ყველა დეტალი ხელით არის შექმნილი".
"ბრენდი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც არის დღეს ბაზარზე და აქედან გამომდინარე Elénny-ს მოდელები ყოველთვის ტრენდული და მოდურია. უკვე მეხუთე სეზონია, რაც Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ვიღებთ მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე".
რაც შეეხება კონკრეტულად 2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, ძირითადი ნაწილი შექმნილია ტყავისგან, ხოლო ინსპირაცია 80-ანი წლების ურბანული სტილია. ოქროსფერი მეტალის ჯაჭვები გამოყენებულია როგორც ცალცალკე აქსესუარად, ასევე სამოსის დეტალებად.