49 წლის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას ყოველთვის არაჩვეულებრივად ახერხებს, ამაში კი მისი ორიგინალური ჩაცმულობა, პირადი ცხოვრება და კარიერული წინსვლა ყოველთვის დიდ როლს ასრულებს. ჯენიფერი პაპარაცების ობიექტვიშიც ხშირად ხვდება, ამჯერად ის ნიუ-იორკში ახალი ფილმის Hustlers-ის გადაღებაზე მიმავალი მორიგი სექსუალური ჩაცმულობით შენიშნეს, რომელსაც მან ძვირადღირებული აქსესუარიც შეუხამა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ახალ ფილმში მონაწილეობს, რომლის პრემიერაც 2019 წლის 13 სექტემბერს შედგება. ჯენიფერ ლოპესი სწორედ ამ ფილმის გადაღებაზე მიემართებოდა, როდესაც ის პაპარაცებმა House of CB-ს 170 დოლარის ღირებულების გამომწვევ კაბასა და მაღალქუსლიან ბრჭყვიალა ფეხსაცმელში შეამჩნიეს.
თუმცა ჯენიფერ ლოპესის ჩაცმულობაში ამჯერად თვალშისაცემი მისი Judith Leiber-ის კლაჩი აღმოჩნდა, რომლის ფასიც 5695 დოლარს შეადგენს.
ჯენიფერის ძვირფასი აქსესუარით გამოჩენა საზოგადოებისთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან მსახიობი ფუფუნების საგნების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა.