ბრუკლინ ბექჰემისა და ჰანა კროსის რომანი კიდევ ერთი ახალი ურთიერთობაა, რომლის სიმყარესაც დრო გამოცდის, თუმცა იქამდე წყვილი მცირე პრობლემების მიუხედავად, თავს მაინც იდეალურად გრნობს ერთმანეთის გარემოცვაში და ახალგაზრდა გოგონა ბექჰემების ოჯახსაც ძალიან დაუახლოვდა.
უცნაური არ არის, რომ ეს ყველაფერი მის იმიჯზეც აისახა, ვიქტორიას, რომელსაც მისი მომავალი დედამთილიც, შეიძლება ვუწოდოთ, ნამდვილად აქვს იმის რესურსები, რომ ახალგაზრდა მოდელისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს. შესაბამისად, თვალი გადავავლოთ შემთხვევებს, როცა ჰანამ მისი ჩაცმულობები გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ გოგონა ვიქტორიას ბრენდის აქტიური მომხმარებელია და ხშირად ატარებს VB-ის სამოსს.