კარდაშიანებისა და ჯენერების ვარსკვლავური დები ბოლო დროს ხშირად ფიგურირებენ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით და ბუნებრივია, ეს ყველაფერი თითოეული მათგანისა თუ ბრენდების პრესტიჟს კიდევ უფრო ზრდის. ამჯერად, ყურადღების ცენტრში კიმ კარდაშიანი მოექცა, რომელმაც დემნა გვასალიას დიზაინზე კიდევ ერთხელ შეაჩერა არჩევანი.
კიმმა ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელშიც ვარდისფერი გამომწვევი სამოსითა და ექსტრავაგანტული ჩექმით იწონებს თავს.
ფეხსაცმელი, რომელიც რთულია შეხედვისთანავე არ შეამჩნიო, Vetements-ისა და Manolo Blahnik-ის 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან გახლავთ. მისი შეძენა ონლაინსაიტებზე 1800 დოლარიდანაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმლის ეს დიზაინი ცნობილ ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გასულ წელს ის ბარბადოსელმა მომღერალმა - რიანამაც მოირგო.