სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლის ჩაცმის სტილი რომ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია უკვე ყველასთვისაა ცნობილი. მის ჩაცმულობას ხშირად ადარებენ და აიგივებენ სხვადასხვა ქალბატონების სტილთან. ერთ-ერთი მათგანი ჰოლივუდის მსახიობი გრეის კელია, რომლის ჩაცმის სტილიც ჰერცოგინიის შთაგონების წყარო არაერთხელ გამხდარა. თვალი გადავავლოთ, ფოტოებს, რომლებიც მათ შორის არსებულ სტილის მსგავსებას მოწმობს.