ამერიკის პირველი ლედის ყოველი საჯარო გამოჩენის შემდეგ მის ჩაცმულობასა თუ გარეგნობას მუდმივად მოჰყვება დიდი განხილვა საზოგადოების მხრიდან: ზოგიერთი მას ყველაზე გემოვნებიანად და დახვეწილად მოიხსენიებს, ზოგი კი, ზედმეტად ცივად და მკაცრად მიიჩნევს. დონალდ ტრამპის მეუღლესთან დაკავშირებით აზრები მრავალფეროვანია. მიუხედავად დიზაინერებთან შექმნილი დაძაბულობისა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დღეს მელანიას სტილისა და სამოსის შერჩევაზე არაერთი მოდის სახლი ოცნებობს. პირველი ლედის სტატუსის მოპოვებამდე მელანია ტრამპი ამოღებულ ზედებსა და მოკლე ქვედაბოლოებს ატარებდა, თუმცა ლოგიკურია რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის ელეგანტურ და საქმიან სტილს იცავს, როგორსაც ჟაკლინ კენედი, გრეის კელი და პრინცესა დაიანა ატარებდნენ. ბოლო დროს მოდის კრიტიკოსები მელანიას იმიჯში სულ უფრო და უფრო ხშირად ამჩნევენ ლედი დის იმიტირების მცდელობას. 49 წლის პირველი ლედი სამეფო ოჯახის წევრის სამაგალითო და საყოველთაოდ ცნობილი ჩაცმულობების გათანამედროვებას ცდილობს. ჩვენ კი სწორედ ამ ჩაცმულობებიდან ამოვარჩიეთ ისინი სადაც მელანიამ საუკეთესოდ მოახერხა ინგლისის პრინცესისთვის მიბაძვა.
კანი, საფრანგეთი - 15 მაისი, 1987
ვუდსტოკი, ინგლისი - 12 ივლისი, 2018
ჰაიგროუვ-ჰაუსის რეზიდენცია, ივლისი 1986
თეთრი სახლი, მაისი 2017
ავსტრალია, ნოემბერი 1985
სიცილია, მაისი 2017
ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, ნოემბერი 1987
ოფიციალური ვიზიტი ტორონტოში, სექტემბერი 2017
ლონდონი, ნოემბერი 1994
ბრიუსელი, მაისი 2017
ავსტრალია, ნოემბერი 1996
ისრაელი, მაისი 2017
ბანგკოკი, თებერვალი 1988
ვაშინგტონი, აპრილი 2017
პარიზი, სექტემბერი 1995
პალმ ბიჩი, აპრილი 2017