ბრიუსელში გიომ კანეს ფილმის Little White Lies 2-ის პრემიერა გაიმართა, რომელსაც რეჟისორი მარიონ კოტიართან ერთად დაესწრო. რეჟისორმა ფილმის მთავარი პერსონაჟის შემსრულებლად თავისი რჩეული შეარჩია, რომელთანაც უკვე 10 წელზე მეტია ახლო ურთიერთობა აქვს. პრემიერაზე წყვილი ერთად მივიდა და ერთმანეთს კამერების წინ თავისუფლად ეხუტებოდა.
43 წლის ულამაზესმა მარიონმა პრემიერისთვის საკმაოდ ექსტრავაგანტული და სხვებისგან განსხვავებული იმიჯი შეარჩია. მას Lacoste-ს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კაბა ეცვა, რომელსაც ამავე ბრენდის თბილი ზედა შეუხამა.
მსახიობმა ორიგინალურ ჩაცმულობას მუქი წითელი ფეხსაცმელი და ღია წითელი ტუჩის საცხი შეუხამა.
წყვილი არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო და პრემიერაზე გულშემატკივრებთან ერთად ფოტოების გადაღებასა და მათთვის ავტოგრაფების დარიგებაზეც კი არ შეუკავებია თავი.