მიმი შელინმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარ იმიჯში შეტანილი ცვლილება გაგვიზიარა და ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ვარდისფერი თმით ფიგურირებდა.
იქამდე მოდელი ძირითადად ქერა თმას ან მუქ ყავისფერ ტონალობებს ამჯობინებდა და ახალმა ექსპერიმენტმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, ვინაიდან ღია ფერები განსაკუთრებულად უხდება გაზაფხულის სეზონს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, გოგონას ფერი მალევე მობეზრდა და რამდენიმე საათის წინ თეთრად შეღებილი თმით გამოჩნდა, თუმცა ამ ცვლილებას უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.
როგორც გამომწერები წერენ, ფერის ხშირმა ცვლილებამ თმა დააზიანა და ამასთანავე, მიმის თვალის ფერსა და ვიზუალს მუქი ფერები უფრო უხდება, ვიდრე ეს ბოლო არჩევანია.