როცა საქმე მოდას ეხება, ძალიან რთულია რაიმე სიახლის დამკვიდრება და როგორც წესი პროცესები გარკვეულ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ გარკვეული მომენტიდან დღიდან ჩვენი საყვარელი ვარსკლავების უმეტესობა ერთ დიზაინს მოიხდენს და საზოგადოებაც ცდილობს ამ ტენდენციას არ ჩამორჩეს. ერთ-ერთი ასეთი ინფლუენსერია კაილი ჯენერიც, რომელმაც 21 წლის ასაკში საკმაოდ წარმატებულ ბიზნესის მფლობელია.
ამჯერად რეალითი შოუს ვარსკვლავმა ყველა მაშინ აალაპარაკა, როცა საყვარელ მამაკაცთან - ტრევის სკოტთან ერთად მაღაზიებისკენ მიემართებოდა.
როგორც ფოტოდან ჩანს, კაილის გრძელი, გვერდზე ჩახსნილი კაბა ამშვენებდა, რამაც ყურადღება ბუნებრივია მიიპყრო, ვინაიდან როცა საქმე წითელ ხალიჩას არ ეხება, გოგონა ყოველთვის სპორტულ შარვლებსა და მოკლე ქვედაბოლოებს ანიჭებს უპირატესობას.
აღსანიშნავია, რომ კაილის გარდერობში ცვლილება ფერებშიც შეინიშნება, ბოლო პერიოდში ის ცდილობს მკვეთრი ფერები ღია ტონალობებით ჩაანაცვლოს, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მკვეთრ ფერებს ახალ სეზონზე პასტელური ტონალობები ჩაანაცვლებს.