კაილი ჯენერი სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამაც მას კარიერასა და ბიზნესში ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. გარდა ამისა, მისი პოპულარობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, კონკრეტულად კი მის გამომწერებზე. რის შედეგადაც, კაილის თავისუფლად შეგვიძლია Influencer-იც ვუწოდოთ. Coachella-ზე სააღდგომოდ გამართულ კანიე უესტის საკვირაო ცერემონიას კარდაშიანების ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო, შესაბამისად ღონისძიებას არც ახალგაზრდა მილიარდერი გამორჩენია, რომელმაც დღესასწაულისთვის სადა, მაგრამ გემოვნებიანი ჩაცმულობა შეარჩია და მას საკმაოდ ორიგინალური ვარცხნილობა შეუხამა.
მიუხედავად იმისა, რომ კანიე უესტის მიერ გამართულ კონცერტზე არაერთი ცნობადი სახე იმყოფებოდა, განსაკუთრებული ყურადღება კაილი ჯენერმა მიიპყრო. ამის მიზეზი კი, მისი უჩვეულო ვარცხნილობა გახდა.
ახალგაზრდა მოდელმა და ბიზნესმენმა კვირა დღისთვის ღია ნაცრისფერი ვიწრო კაბა შეარჩია და მას გრძელ შავ თმაში ჩაწნული აქსესუარები შეუხამა, რომელებიც პატარა ზომის ჯვრის ფიგურებსა და გამჭვირვალე კრისტალებს მოიცავდა.
გარდა მათი სილამაზისა და ფერების შეხამებისა ჯვრის ფორმის აქსესუარებს თმაში სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, რადგან კანიემ ახალი სიმღერა სააღდგომო დღესასწაულის ფორმატით წარადგინა.