36 წლის მსახიობის პრიანკა ჩოპრას გამოჩენას მისი გულშემატკივრები ყოველთვის მოუთმენლად ელიან. ის თავს ყოველთვის გემოვნებიანი და ბრენდული სამოსით იწონებს და ამჯერად ლამაზმანმა ნიუ-იორკის ქუჩებში ბრენდ Max Mara-ს ყავისფერი ტოპი, შარვალი, მოსაცმელი და იმავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო.
რამდენიმე დღით ადრე კი, პრიანკა სეზონის ყველაზე ტრენდული, მცირე ზომის ბრენდ Rubeus Milano-ის ჩანთით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 4 000 დოლარს შეადგენს. მართალია, ყველაზე დიდი ყურადღება ჩანთამ მიიპყრო, თუმცა საზოგადოებას შეუმჩნევლად არც მსახიობის ჩაცმულობა დარჩენია. მსახიობი თავს შავ-თეთრი ლუქით იწონებდა. მან ქვედაბოლო, თეთრი ტოპი და შავი მოსაცმელი მოირგო.