ბოლო თვეების მანძილზე სასექსის ჰერცოგინიის ჩაცმულობა, აქსესუარები თუ მაკიაჟი ტაბლოიდების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საყვარელი თემაა. ამ ყველაფრის მიზეზი კი მისი საკმაოდ დახვეწილი და გემოვნებიანი სტილია, რომელიც ორსულობის პერიოდში მან ასე ლამაზად წარმოგვიდგინა. დღევანდელი მოდის სამყაროსა და მსოფლიო მოდის წამყვანი ჟურნალის Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურმაც კი გააკეთა მეგანის ჩაცმულობაზე კომენტარი, რომელიც მიუხედავად მისი კრიტიკულობისა, დადებითი აღმოჩნდა.
"ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მეგან მარკლის ჩაცმულობამ მისი ორსულობის პერიოდში. როდესაც მის ახალ ფოტოებს ვნახულობ მისი ფეხსაცმლის ქუსლის ზომა ყოველ ჯერზე უფრო მაღალია ვიდრე წინაზე, მიუხედავად მისი ფეხმძიმობისა."
"როდესაც ქალი ფეხმძიემედაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან შეინარჩუნოს საკუთარი სტილი. არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ცდილობენ დაფარონ ფეხმძიმობა სამოსით, როდესაც ეს ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მოვლენაა და ამაში არაფერია სამარცხვინო ან დასამალი."
მეგან მარკლმა ბოლო თვეების მანძილზე მართლაც ულამაზესი, ფერადი, მრავალფეროვანი, დახვეწილი და კლასიკური ჩაცმულობები წარმოგვიდგინა, რომელის არც მის ფეხმძიმობას მალავდა და მის ლამაზ სხეულსაც ზომიერად აჩენდა. იმისთვის, რომ გონებაში უკეთესად აღიდგინოთ მეგან მარკლის სტილი ჩვენ მის საუკეთესო ჩაცმულობებს შემოგთავაზებთ, რომლებიც მან ფეხმძიმობის პერიოდში მოირგო.