საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი H&M-ი მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით, ორივე მაღაზიაში გალერია თბილისსა და ისთ ფოინთში, გაზაფხულის კამპანიის ფარგლებში ძალიან მოდური, ყვავილებიანი და კაშკაშა კოლექცია იქნება წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი კოლექცია, რომლის სათითაო დეტალიც მზადდება მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისა და გარემოსათვის. კოლექცია 18 აპრილიდან არის ხელმისაწვდომი და გაზაფხულის თბილ დღეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის ქალბატონებისთვის.
2019 წლის გაზაფხულის კოლექცია რომანტიკული და ქალური სტილის მოდელებს ერთიანებს და პასტელური ტონებითა და ბუნებრივი დეტალებით გამოირჩევა. კოლექციის თითოეული ქსოვილი დამზადებულია ისეთი მდგრადი მასალებისგან, როგორიცაა: ორგანული ბამბა, ტენსელი და გადამუშავებული პოლიესტერი. H&M-ი ამ კოლექციით ხაზს უსვამს ეკოლოგიაზე ზრუნვასა და მდგრადი მოდის განვითარების შესაძლებლობებს. კოლექცია შექმნილია დედამიწის ყველა ტონალობის პალიტრის მიხედვით. ვარდისფერი და თეთრი ფერები არის თამამი განაცხადი ცვლილებების განხორციელების შესახებ მოდის მდგრად განვითარებაში.
OK! Magazine Georgia გთავაზობთ ჩვენ მიერ შერჩეულ H&M-ის 5 საგაზაფხულო ლუქს, რომელიც ამ სეზონს უფრო ხალისიანსა და ფერადს გახდის ქალბატონებისთვის.
1. ეს სამეული მართლაც უფრო მეტად გაგილამაზებთ და გაგითბობთ გაზაფხულის დღეებს.
ტოპი - 29 ლარი
შარვალი - 79 ლარი
კედი - 69 ლარი
2. ამ ლუქის არჩევის შემთხვევაში თქვენი დღე ისეთივე მსუბუქი და ჰაეროვანი იქნება, როგორიც ეს ულამაზესი კაბაა.
კაბა - 49 ლარი
ფეხსაცმელი - 49 ლარი
მოწნული ჩანთა - 39 ლარი
3. ამ ულამაზესი ლუქით ნებისმიერ ადგილას მოიწონებთ თავს.
ტოპი - 49 ლარი
ქვედაბოლო - 79 ლარი
ფეხსაცმელი - 49 ლარი
4.ყვავილებიანი კაბა, რომელიც გაზაფხულს კიდევ უფრო გააფერადებს და გაალამაზებს.
კაბა- 49 ლარი
ფეხსაცმელი - 49 ლარი
სათვალე - 35 ლარი
5.ყვავილებიანი შარვალი ულამაზეს ზედასთან და შლაპასთან ერთად.
შარვალი - 69 ლარი
ზედა - 49 ლარი
შლაპა - 29 ლარი